ფილმის აღწერა: ოცი წლის სებასტიანი, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საქმის დეტალების არაფერი იცის. ის იპარავს კონვერტს საქმის ინსტრუქციებით. კონვერტში მატარებლის ბილეთია პარიზში, სასტუმროს ჯავშანი და ნიშანი 13. სასტუმროში ჩამოსულს უცნობი ურეკავს და დამატებით ინსტრუქციებს აძლევს. დანიშნულების ადგილას მისულ სებასტიანს მძღოლი ხვდება და მიჰყავს დავალების ადგილას, სადაც ის სწრაფად ხვდება ამ დავალების შინაარსს თუმცა უკან დახევის შანსი უკვე აღარ აქვს.
აღწერა: ქართველი გლეხის, გიორგი მახარაშვილისათვის, რომელმაც დაჭრილი შვილის ძებნაში ფრონტის გზები შემოიარა, ომი იქცა გამოცდილების იმ სარკმელად, საიდანაც მთელი სამყარო გამოჩნდა თავისი მრავალმხრივობით. ფილმის გმირის სახე ჯარისკაცის მსოფლიო მარადიული მამის განზოგადოებულ სახედ იქცა. ომში მოხვედრილი უბრალო გლეხი მტერზე გამარჯვების ღრმა რწმენით,მტკიცე სამხედრო ნაბიჯით მიუყვება ფაშისტთა ბუნაგისაკენ მიმავალ გზას.
ფილმის შესახებ: ფილმის მთავარი გმირები არიან ორი განუყრელი მეგობარი, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და სხვადასვა კოლეჯში მოუწევთ სწავლა. ამიტომ გადაწყვეტენ მთელი პროგრამით გაერთნონ სანამ ერთმანეთს დასცილდებიან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ წვეულებაზე ბევრი სასმელის მიტანით ასიამოვნებენ და მიიზიდავენ იმ გოგონების ყურადღებას, რომლებზეც ბავშვობიდან ოცნებობენ...
ეს არის ყველასთვის კარგად ცნობილი ვირთხების რბოლა, ოღონდ ქართულად, მეფე არკადის შემქნელებისგან... ფილმს ახმოვანებენ ბათუმის ერთ - ერთი სოფლის ქედის მცხოვრებლები...
ეს არის ყველასთვის კარგად ცნობილი ვირთხების რბოლა, ოღონდ ქართულად, მეფე არკადის შემქნელებისგან... ფილმს ახმოვანებენ ბათუმის ერთ - ერთი სოფლის ქედის მცხოვრებლები...
მხიარული, მაგრამ ენამწარე მძღოლი — ლია თავისი სიმართლისმოყვარე ხასიათის წყალობით, მრავალ უსამოვნებას გადაეყრება ხოლმე. ახალგაზრდა არქიტექტორს გიორგის, რომელსაც ემსახურება და უყვარს კიდეც, საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოსდევს. მაგრამ ლია კვანძს თვითონვე ხსნის, გიორგის ხიბლავს ქალიშვილის პატიოსნება, გულწრფელობა და გადაწყვეტილი აქვს თავისი ბედი მას დაუკავშიროს.
ფილმი კომედიური ხასიათისაა. იგი ნიღაბს ხდის საზოგადოებისათვის მიუღებელ ფორმალიზმს და ბიუროკრატიზმს. მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შემოქმედებით ორგანიზაციაში, სადაც მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ფილმი მიზნად ისახავს გაახსენოს ადამიანებს, რომ შეუძლებელია ცხოვრება ამაღლებული, წმინდა გრძნობების გარეშე, რომ ყოველ ადამიანს უნდა სწამდეს, იღწვოდეს, ქმნიდე