მოკლე შინაარსი: სრულყოფილი მკვლელი - უცხოს და მტაცებლის ჰიბრიდი, მტაცებლების ხომალდს ესხმის თავს, რომელიც დედამიწაზე ვარდება, პატარა ტეხასური ქალაქის მახლობელ ტყეში... საშველად წამოსული სხვა მტაცებლების მოსვლამდე, უცხოები ნახევარი ქალაქის ინფიცირებას ასწრებენ... ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში, კაცობრიობა დამარცხდება...
კითხვა: მიიღებენ თუ არა ჰარვარდის უნივერსიტეტში ორ ჯაუჯერებლად ჩლუნგს, საოცრად უხეშს და სრულიად გამოშტერებულ ნარკომანებს, რომლებიც მოსაწევს თითქმის არ უშვებენ ხელიდან? პასუხი: მიიღებენ და თან დიდი სიამოვნებით! ყველაფერთან ერთად, ჩაბარების შემდეგ ჩვენი საოცარი გმირები პლანის მოწევას არა მარტო ყველა მოსწავლეს დააწყებინებენ, არამედ პროფესორებსაც!
მოკლე შინაარსი: ჰიტმენი გაწვრთნეს როგორც მაღალპროფესიონალი მკვლელი. მისი მთავარი იარაღი ცივსისხლიანობა და თავისი საქმის უზომო სიყვარულია. 47 – ორი უკანასკნელი ციფრია შტრიხ-კოდზე, რომელიც მის თავზეა ამოტვიფრული და ამასთანავე მისი ერთადერთი სახელა. მაგრამ მონადირე იქცევა მსხვერპლად მაშინ, როდესაც 47 პოლიტიკურ ინტრიგებში იქნება გახვეული.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მისტერ მაგორიუმის ჯადოსნურ მაღაზიაში - ეს არის ყველაზე უჩვეულო, ყველაზე ფანტასტიკური მაღაზია მსოფლიოში! ამ სათამაშოების სამოთხეში ყველაფერი ცოცხლდება და წარმოუდგენელი სასწაულები ხდება...
გამყინვარების პერიოდი დასრულდა. ცხოველები გლობალურ დათბობას სიხარულით ელიან. მენიმ და მისმა მეგობრებმა იციან, რომ დათბობას წყალდიდობა მოჰყვება და საშიშროების შესახებ ველის ბინადართა გაფრთხილებას ცდილობენ.
ელისონმა მხედველობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაკარგა. წლების განმავლობაში ელოდა, რომ თანამედროვე მედიცინის დახმარებით კვლავ აეხილებოდა თვალები... და აი 20 წლის შემდეგ დონორის რქოვანა გადაუნერგეს...
მონტანა...შესანიშნავი ქვეყანა რომელზეც ნიკოლაი და ვიკტორი ოცნებობდნენ ბავშვთა სახლში.. ახლა კი ორივე მონტანისკენ მიმავალ გზას ადგანან. ბედისწერის წყალობით ნიკოლაი ხვდება თავის სიყვარულს ცხოვრებაში პირველად იგი ბედნიერია მაგრამ გრძნობს რომ მასზე მიმდინარეობს ნადირობა
მხოლოდ ერთი დაუფიქრებელი საქციელის გამო შეიძლება ისე მოხდეს, რომ საკუთარი ქორწილი ღრუბლებში გადაიხადო... როგორ დაუმტკიცებ ღმერთებს, რომ კარგი ხარ, თუ მათ შენი ყოველი ნაბიჯი აქვთ ჩაწერილი?
დევიდ რაინსი არაჩვეულებრი უნარის მქონე ახალგაზრდაა, მას შეუდძლია ტელეპორტის საშვალებით მოიაროს მსოფლიო ერთ დღეში.მაგრამ ერთხელაც ის ამჩნევს, რომ მას უთვალთვალებენ და მისი მოკლა აქვთ განზრახული..