ოცი წლის სებასტიანი, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საქმის დეტალების არაფერი იცის. ის იპარავს კონვერტს საქმის ინსტრუქციებით. კონვერტში მატარებლის ბილეთია პარიზში, სასტუმროს ჯავშანი და ნიშანი 13. სასტუმროში ჩამოსულს უცნობი ურეკავს და დამატებით ინსტრუქციებს აძლევს. დანიშნულების ადგილას მისულ სებასტიანს მძღოლი ხვდება და მიჰყავს დავალების ადგილას, სადაც ის სწრაფად ხვდება ამ დავალების შინაარსს თუმცა უკან დახევის შანსი უკვე აღარ აქვს.